ვრცლად
ჩვენ შესახებ
დეზინსექცია: ფეხსახსრიანებთან ბრძოლის მეთოდი. ჩვენი დეზინსექციის მომსახურება მიზნად ისახავს მავნე მწერების: ტარაკნების, ჭიანჭველების, რწყილების, ტკიპების, კოღოების, ხოჭოების და სხვა პარაზიტების სრულ განეიტრალებას. ვიყენებთ უსაფრთხო, სერთიფიცირებულ პრეპარატებს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებს მწერებს და აჩერებს მათ გამრავლებას. მომსახურება მოიცავს როგორც პროფილაქტიკურ, ასევე აქტიურ დამუშავებას სახლებში, კომერციულ ობიექტებში და საწარმოებში.
დერატიზაცია: მავნე მღრღნელების განადგურება სპეციალური საშუალებებით. დერატიზაციის სერვისი უზრუნველყოფს ვირთხებისა და თაგვების ეფექტურ აღმოჩენას, განეიტრალებას და მათგან დაცვის გრძელვადიან სისტემას. ვიყენებთ თანამედროვე, უსაფრთხო ტექნოლოგიებს: მოწამლულ სატყუარებს, მექანიკურ მახეებს, როდენტიციდებს და მონიტორინგის ყუთებს. სადერატიზაციო სამუშაოების პროცესი უსაფრთხო და ევროპურლი სტანდარტების შესაბამისია. განსაკუთრებით ეფექტურია საცხოვრებელი სახლების, რესტორნების, საწყობების და საწარმოებისთვის.
დეზინფექცია: ვირუსების, ბაქტერიებისა და სოკოს სრულყოფილი განეიტრალება. დეზინფექციის მომსახურება უზრუნველყოფს ყველა სახის პათოგენის — ბაქტერიის, ვირუსის, სოკოსა და მიკრობების — უსაფრთხოდ გაუვნებელყოფას. ვმუშაობთ მაღალი დონის სადეზინფექციო ხსნარებით, რომლებიც უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის და ერთდროულად უზრუნველყოფს ფართობის ღრმად გაწმენდას. გამოიყენება სახლებში, ოფისებში, სავაჭრო ფართებში, სამედიცინო დაწესებულებებში და ყველგან, სადაც საჭიროა მაღალი ჰიგიენური სტანდარტი.
ქვეწარმავლების პრევენცია: ქვეწარმავლების პრევენციის მომსახურება მიზნად ისახავს ქვეწარმავლების საცხოვრებელ ან სამუშაო სივრცეებთან მიახლოების თავიდან აცილებას. ვატარებთ ტერიტორიის დეტალურ შემოწმებას, საფრთხის ზონების გამოვლენას და სპეციალური სუნის ქიმიური რეპელენტების გამოყენებას, რომლიც ეფექტურად აფერხებს ქვეწარმავლების შემოსვლას. გარდა ამისა, ვაძლევთ რეკომენდაციებს ტერიტორიის უსაფრთხო მოწყობასა და ქვეწარმავლებისგან დაცვის გრძელვადიანი სისტემის ჩამოყალიბებაზე.
უსაფრთხოების წესები: როგორ დავიცვათ თავი და გარემო?! ჩვენი სამუშაო პროცესი სრულად ემყარება უსაფრთხოების საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტებს. უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია როგორც ჩვენი პერსონალისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
1. უსაფრთხო პრეპარატების გამოყენება.
ვიყენებთ მხოლოდ სერტიფიცირებულ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ქიმიკატებს. ყოველი პრეპარატი დამოწმებულია შესაბამისი ორგანოების მიერ. დეტალურად იცვლება დოზირება, რათა არ მოხდეს ზედმეტი დატვირთვა გარემოზე.
2. პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (PPE)
ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ სრული დამცავი ეკიპირებით: დამცავი ხელთათმანები რესპირატორი ან ნიღაბი კომბინიზონი სათვალე ეკიპირების წინასწარი შემოწმება ხდება თითოეული ვიზიტის წინ.
3. სამუშაო სივრცის მომზადება.
მომხმარებელს წინასწარ ვაფრთხილებთ, რა ნივთი უნდა გაიტანოს ან დაფაროს. ბავშვები, ორსულები, ალერგიული ადამიანები და შინაური ცხოველები დროებით უნდა გავიდნენ სივრციდან. საკვები პროდუქტები და ჭურჭელი ყოველთვის შეფუთულია ან სათავსოში ინახება.
4. ტერიტორიაზე შესვლის უსაფრთხო დრო და ვენტილაცია.
ჩატარებული სამუშაოების შემდეგ სივრცეს სჭირდება განიავება (საშუალოდ 30 წუთიდან 2 საათამდე). მომხმარებელს უწევს კონსულტაციას ჩვენი მენეჯერი თუ რა დროში შეიძლება შესვლა ობიექტზე. ქიმიური ნივთიერებები მთლიანად ქრება განსაზღვრულ დროში.
5. მავნებლების კონტროლის უსაფრთხო მეთოდები დერატიზაციაში:
ვამონტაჟებთ უსაფრთხო თაგვის სტაციონარულ ყუთებს, რომლებიც ბავშვებისთვის და ცხოველებისთვის მიუწვდომელია. სატყუარები მოთავსებულია დახურული ბოქსებში, რათა არ მოხდეს შემთხვევითი შეხება. დეზინსექციაში: ვერიდებით ზედმეტ კონცენტრაციას, რათა ზედაპირებზე არ დარჩეს ტოქსიკური ნალექი. აივნებსა და ღია სივრცეებში ხდება ქარის სიჩქარის გათვალისწინება, რათა პრეპარატი არ გავრცელდეს მიმდებარე ტერიტორიაზე.
6. გარემოს დაცვა.
პრეპარატებს არ ვიყენებთ წყალთან ახლოს, რათა არ მოხდეს დაბინძურება. ყველა წამლის რეზერვუარი უსაფრთხოდ ნადგურდება.
7. გრძელვადიანი უსაფრთხოება.
მომხმარებელს ვაძლევთ რეკომენდაციებს, როგორ შეინარჩუნონ სივრცე უსაფრთხოდ: სათავსოების მუდმივი გაწმენდა, საკვების სწორად შენახვა, ქვეწარმავლების პრევენციისთვის ტერიტორიის მოწესრიგება, ნაპრალების დახურვა და ჰიგიენის დაცვა.